პროექტი | ქიმია XI კლასი მოსწავლეები 1)ა. ყურაშვილი მასწავლებელი: ზ. ხაჭაპურიძე 2)ლ. ბერაძე 3)ს. მუშკუდიანი |
პროექტის თემა | როგორ გადავარჩინოთ ვაზი , სოკოვანი დაავადებისაგან |
პროექტის აქტუალობა | გლობალური დათბობის პირობებში, ვაზის სხვა და სხვა დაავადებები წარმოჩინდება , რომელთა დაძლევასაც მოახერხებენ მოსწავლეები |
პროექტის მიზნები და შედეგები | მიზნად დავისახეთ კალიუმის პერმანგანატის (K MnO4)-ის გამოყენებით, შევამზადოთ ვენახის შესაწამლი ბორდოს ხსნარი რის შედეგადაც გადავარჩინეთ ვაზი დაავადებისაგან. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან, თუ როგორ ებრძვის მათ მშობლები ვაზის დაავადებებს და უჭირთ მათთან გამკლავება, ხშირად მთელი წლის მოსავალი იკარგება ვაზის სოკოვანი დაავადებების გამო. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები | კალციუმის ოქსიდი (CaO), სპილენძის სულფატი (CuSO4), კალიუმის პერმანგანატი (KMnO4), წყალი, ვენახის შესაწამლი აპარატი, სასწორი . |
პროექტის მსვლელობა | დავათვალიერეთ ვენახი და განვსაზღვრეთ დაავადების ხარისხი, თავდაპირველად ავადდება ფოთოლი და შემდეგ ნაყოფზე ვრცელდება, მცდელობა შედეგიანი როცა დაავადებას საწყის ფაზაში შევებრძოლებით, თუმცა ნაყოფის დაავადების შემთხვევაშიც (ანუ გართულებული მდგომარეობის დროს) ჩვენს მიერ მომზადებული ხსნარი კარგ შედეგს იძლევა. მასწავლებელი: დავადგინე ზუსტი წონა ნივთიერებებისა CaO, CuSO4 და KMnO4-სა,რომელთაგანაც მოსწავლეების თანდასწრებით და უშუალო მონაწილეობით მოვამზადეთ ვაზის შესაწამლი ხსნარი. ამის შემდეგ ერთ–ერთი მოსწავლე შესაწამლი აპარატის საშუალებით დაავადებულ ვაზს აფრქვევს ხსნარს. დაახლოებით სამი დღის შემდეგ ვღებულობთ შედეგს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაზის დაავადების გაგრძელება შეწყდა. აქედან გამომდინარე ჩვენი პროექტი გამართლებულად ჩავთვალეთ. |
пятница, 16 декабря 2011 г.
სასწავლო პროექტი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий