გაკვეთილის გეგმა | ქიმია VIII კლასი. ინკლუზიური სწავლების მოსწავლე არ მყავს |
გაკვეთილის თემა | კოვალენტური ბმა და ელექტრო უარყოფითობა |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა | აქტუალურია იმით , რომ სხვა და სხვა ტიპის ბმებს დაახასიათებს, იმსჯელებს ნივთიერებაში არსებული ბმების ტიპებსა და ამ ნივთიერებათა შორის კავშირზე. შეუძლია მოიყვანოს შესაბამისი მაგალითები. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | შეისწავლიან კოვალენტური ბმის წარმოქმნის მექანიზმს და ახსნიან ელექტროუარყოფითობის არსს შედეგად ადარებენ ერთმანეთს ელემენტის ატომსა და იონს, იმსჯელებენ მათ თვისობრივ განსხვავებაზე.ბუნ.IX.3 |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან კოვალენტურ – არაპოლარული ბმის წარმოქმნის მექანიზმი |
შეფასების საგანი და პროცედურები | წერითი მეთოდით სტიკერების საშუალებით მივაწოდებ ინდივიდუალურად მოსწავლეებს სხვა და სხვა შეკითხვებს. დამისახელებენ კოვალენტური ბმების მაგალითებს |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | ტესტები ქიმიური ბმების შესახებ, სტიკერები, პლასტელინი – მოდელებისათვის , წიგნი – სადაც წაიკითხავენ მასალას, კოვალენტურ ბმასა და ელექტროუარყოფითობაზე |
გაკვეთილის მსვლელობა | აქტივობა–1)ჩამოვწეროთ კოვალენტურ–პოლარული და კოვალენტურ–არაპოლარული ბმების მაგალითები სტიკერებზე. განმარტეტ როგორ ატომებს შორის წარმოიქმნება კოვალენტურ–პოლარული ბმა (5წთ) პლასტელინისაგან შექმენით კოვალენტურ –პოლარულიმოლეკულის მოდელი (5წთ). კლასს დავყოფ ჯგუფებად I და II–ზე გადათვლის წესით, რომელი ჯგუფიც საუკეთესო მოდელს წარმოადგენს დაიმსახურებს პრიზს. გავაანალიზოთ როგორი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომებს შორის წარმოიქმნება კოვალენტურ – პოლარული ბმა.(ტესტებით)(10წთ) აქტივობა 2)არგუმენტირებულად დავასაბუთოთ ელექტროუარყოფითობის მნიშვნელობა კოვალენტურ – პოლარული ბმისათვის, რისთვისაც გავმართავ დისკუსიას, ამის შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებას, ამოცანების სახით – ქიმიურ ბმებზე. შეფასება განმავითარებელი – მიმდინარე. მოსწავლეთა ნამუშევრების საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ აღნიშნული მასალა აძლიერებს კრეატიული უნარების განვითარებას.(15წთ) |
пятница, 16 декабря 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий