пятница, 16 декабря 2011 г.

შეფასების რუბრიკა


შეფასების სქემა კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით
კრიტერიუმები
         1–3
        4–5
        6–7
        8–9–10
იციან ატომის აღნაგობა
უჭირს აღნაგობის დადგენა
იცის, მაგრამ ბევრ შეცდომებს უშვებს
იცის ატომის აღნაგობა და მცირე შეცდომებს უშვებს
იცის ატომის აღნაგობა იმ დონეზე, რომ შეუძლია ასწავლოს სხვას
აღწერს ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონთა განაწილებას
უჭირს ელექტრონთა განაწილება
ანაწილებს ელექტრონებს შეცდომებით
ანაწილებს ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონებს მცირე შეცდომებით
ყველა ელემენტის ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონების განაწილებას უშეცდომოდ ახდენს
შექმნა ატომის მოდელი
დამოუკიდებლად ვერ ქმნის ატომის მოდელს
შექმნა ატომის მოდელი, მაგრამ გაუგებარია
შეუძლია ატომის მოდელის შექმნა, რომელიც ნაწილობრივ შეესაბამება
ატომის მოდელის შექმნა შეუძლია იმ დონეზე, რომ მეგობრებს ასწავლის

სასწავლო პროექტი


პროექტი
ქიმია XI კლასი                               მოსწავლეები   1)ა. ყურაშვილი
 მასწავლებელი: ზ. ხაჭაპურიძე                             2)ლ. ბერაძე
                                                                                      3)ს. მუშკუდიანი
პროექტის თემა
როგორ გადავარჩინოთ ვაზი , სოკოვანი დაავადებისაგან
პროექტის აქტუალობა
გლობალური დათბობის პირობებში, ვაზის სხვა და სხვა დაავადებები წარმოჩინდება , რომელთა  დაძლევასაც მოახერხებენ მოსწავლეები
პროექტის მიზნები და შედეგები
მიზნად დავისახეთ კალიუმის პერმანგანატის (K MnO4)-ის გამოყენებით, შევამზადოთ ვენახის შესაწამლი ბორდოს ხსნარი
      რის შედეგადაც გადავარჩინეთ ვაზი დაავადებისაგან.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, თუ როგორ ებრძვის მათ მშობლები ვაზის დაავადებებს და უჭირთ მათთან გამკლავება, ხშირად მთელი წლის მოსავალი იკარგება ვაზის სოკოვანი დაავადებების გამო.
სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები
კალციუმის ოქსიდი (CaO), სპილენძის სულფატი (CuSO4), კალიუმის პერმანგანატი (KMnO4), წყალი, ვენახის შესაწამლი აპარატი, სასწორი .
პროექტის მსვლელობა
დავათვალიერეთ ვენახი და განვსაზღვრეთ დაავადების ხარისხი, თავდაპირველად ავადდება ფოთოლი და შემდეგ ნაყოფზე ვრცელდება, მცდელობა შედეგიანი როცა დაავადებას საწყის ფაზაში შევებრძოლებით, თუმცა ნაყოფის დაავადების შემთხვევაშიც (ანუ გართულებული მდგომარეობის დროს) ჩვენს მიერ მომზადებული ხსნარი კარგ შედეგს იძლევა.
 მასწავლებელი: დავადგინე ზუსტი წონა ნივთიერებებისა CaO, CuSO4 და KMnO4-სა,რომელთაგანაც მოსწავლეების თანდასწრებით და უშუალო მონაწილეობით მოვამზადეთ ვაზის შესაწამლი ხსნარი.
      ამის შემდეგ ერთ–ერთი მოსწავლე შესაწამლი აპარატის საშუალებით დაავადებულ ვაზს აფრქვევს ხსნარს. დაახლოებით სამი დღის შემდეგ ვღებულობთ შედეგს.
    დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაზის დაავადების გაგრძელება შეწყდა.
    აქედან გამომდინარე ჩვენი პროექტი გამართლებულად ჩავთვალეთ.


გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
ქიმია VIII კლასი. ინკლუზიური სწავლების მოსწავლე  არ მყავს
გაკვეთილის თემა
კოვალენტური ბმა და ელექტრო უარყოფითობა
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
აქტუალურია იმით , რომ სხვა და სხვა ტიპის ბმებს დაახასიათებს, იმსჯელებს ნივთიერებაში არსებული ბმების ტიპებსა და ამ ნივთიერებათა შორის კავშირზე.
შეუძლია მოიყვანოს შესაბამისი მაგალითები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
შეისწავლიან კოვალენტური ბმის წარმოქმნის მექანიზმს და ახსნიან ელექტროუარყოფითობის არსს
შედეგად ადარებენ ერთმანეთს ელემენტის ატომსა და იონს, იმსჯელებენ მათ თვისობრივ განსხვავებაზე.ბუნ.IX.3
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კოვალენტურ – არაპოლარული ბმის წარმოქმნის მექანიზმი
შეფასების საგანი და პროცედურები
                           წერითი მეთოდით
სტიკერების საშუალებით მივაწოდებ ინდივიდუალურად მოსწავლეებს სხვა და სხვა შეკითხვებს. დამისახელებენ კოვალენტური ბმების მაგალითებს
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
ტესტები ქიმიური ბმების შესახებ, სტიკერები, პლასტელინი – მოდელებისათვის , წიგნი – სადაც წაიკითხავენ მასალას, კოვალენტურ ბმასა და ელექტროუარყოფითობაზე
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა–1)ჩამოვწეროთ კოვალენტურ–პოლარული და კოვალენტურ–არაპოლარული ბმების მაგალითები სტიკერებზე.
განმარტეტ როგორ ატომებს შორის წარმოიქმნება კოვალენტურ–პოლარული ბმა (5წთ)
პლასტელინისაგან შექმენით კოვალენტურ –პოლარულიმოლეკულის მოდელი (5წთ).
კლასს დავყოფ ჯგუფებად I და II–ზე გადათვლის წესით, რომელი ჯგუფიც საუკეთესო მოდელს წარმოადგენს დაიმსახურებს პრიზს. გავაანალიზოთ როგორი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომებს შორის წარმოიქმნება კოვალენტურ – პოლარული ბმა.(ტესტებით)(10წთ)
აქტივობა 2)არგუმენტირებულად დავასაბუთოთ ელექტროუარყოფითობის მნიშვნელობა კოვალენტურ – პოლარული ბმისათვის, რისთვისაც გავმართავ დისკუსიას, ამის შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებას, ამოცანების სახით – ქიმიურ ბმებზე.
შეფასება განმავითარებელი – მიმდინარე.
მოსწავლეთა ნამუშევრების საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ აღნიშნული მასალა აძლიერებს კრეატიული უნარების განვითარებას.(15წთ)

გაკვეთილის გეგმა




გაკვეთილის ავტორი
ზოია ხაჭაპურიძე
გაკვეთილის თემა
ატომის აგებულება
სწავლების საფეხური
საფეხური II, კლასი VIII,
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
აღწერენ ატომის აგებულებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1.გაიაზრებენ ატომის აღნაგობას
2.გაიაზრებენ ენერგეტიკულ დონეებზე ელექტრონების განაწილებას
3.ატომის მოდელს შექმნიან
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ატომთა მოდელები, კომპიუტერი, წიგნი, რვეული
გაკვეთილის მსვლელობა
1.წინარე ცოდნის საფუძველზე ვახდენ კლასის ორგანიზებას, ჯგუფური სამუშაოთი იხსენებენ რაც იციან, ხდება მოსწავლეთა გააქტიურება და ინტერესის გაზრდა.
2.ვაწოდებ ახალ მასალას, სადაც ვიყენებ წინარე ცოდნას, ვაკეთებ დაკავშირებას ძველსა და ახალს შორის
3.რეფლექსიის ეტაპზე ხდება აზრთა გაცვლა–გამოცვლა

შეფასების საგანი და პროცედურები

1–3
4–5
6–7
8–9–10
უჭირს აღნაგობის დადგენა
იცის, მაგრამ ბევრ შეცდომებს უშვებს
იცის ატომის აღნაგობა, მაგრამ მცირე შეცდომებს უშვებს
იცის ატომის აღნაგობა იმ დონეზე, რომ შეუძლია ასწავლოს სხვას